რას ამბობს სახლში დაბრუნების შემდეგ რუსი ტურისტი, რომელსაც ბათუმში, ცეკვის დროს მეხი დაეცა? - ვრცელდება ვიდეო, რომელიც მეხის დაცემის მომენტში არის გადაღებული
12 სექტემბერს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში რუს ტურისტს მეხი დაეცა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ცეკვაში ხელი ბუნებრივმა მოვლენამ შეუშალა და ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდა.
რუსული მედია წერს, რომ 32 წლის პაველ სმირნოვი ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში რჩებოდა და ორი დღის წინ გაწერეს. ის ავტომობილით მეგობრებთან ერთად მშობლიურ სამარაში დაბრუნდა. გზად ვლადიკავკაზში გააჩერეს, სადაც ადგილობრივმა ექიმებმა მას გადახვევები გაუკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ პაველი მშობლიურ სამარაში დაბრუნდა, ტურისტს კიდევ მოუწევს ექიმთან ვიზიტი და რეაბილიტაციის კურსის გავლა.
ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე>>>