"ვისაც ამგვარ უზნეობაზე გული არ გერევათ, ძალიან გთხოვთ, ჩემი სტატუსების კითხვით ნუ დაიტანჯებით, უბრალოდ წამშალეთ და ქუჩაში რომ შემხვდებით, არ მომესალმოთ" – თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" საარჩევნო ვიდეორგოლზე
"ვინც ჯერ არ იცით, "ოცნების" საარჩევნო კლიპია ეს. ამორალობის, უზნეობის, უგულობის, ნულოვანი სოლიდარობის დემონსტრირება.
რა გზავნილია ეს?
1. ნახეთ, უკრაინაზე მაგრები ვართ?
2. ქვეყნის ხელისუფლებაზეა მთლიანად, რომელი რეალობა გექნება? ანუ უკრაინის ბრალია, რომ ეს სასტიკი ომი დაიწყო და "ქოცები" აგვარიდებენ?
3. რუსეთი არაფერ შუაშია? ....
ვისაც ამგვარ უზნეობაზე გული არ გერევათ, ძალიან გთხოვთ, ჩემი სტატუსების კითხვით ნუ დაიტანჯებით. უბრალოდ, წამშალეთ და ქუჩაში რომ შემხვდებით, არ მომესალმოთ" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.