loader

"იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი... ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს და ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი... ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს და ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძეზე?

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ რცხვე­ნია იმ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის, სა­დაც წლე­ბის წინ კე­სა­რია აბრამიძე ჰყავ­და სტუმ­რად. მსახიობი მოკლულ ტრანსგენდერ ქალს ბოდიშს უხდის გადაცემაში დასმული კითხვების გამო.

"წლე­ბის წინ კე­სა­რია იყო სტუმ­რად "სი­მარ­თლის დრო­ში". ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ზი­ზღა­რი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე", - ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.