"კორექტულად ისაუბრეთ! სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს
იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები [შვილებისთვის], ჩემთვისაც შეძენილ იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას - ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“ და რა პასუხი ექნებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შვილებისთვის ეკონომკლასის ბილეთები პირადად შეიძინა.
„ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხებათ ჩემს შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილ იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.