“მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ..." - რატი ბრეგაძის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი ექიმების რეკომენდაცია იქნება, მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.
“მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, ის აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.