"ის ტყვია მე მომხვდეს პირველს, რომელსაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ გაისვრის!" - რას წერს ნადიმ ხმალაძე?
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ბარეულს მე რადგან ჩვენი დაუძინებელი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვი ჰგონია მკვლელი ვარ, ან ყველა ის გმირი, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ტყვია გააცივა და ამ ქვეყანას ყველაზე ძვირფასი შესწირა რაც არის სიცოცხლე , ჰგონიათ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. და ის ბიჭები ვინც ამ წამს იბრძვის უკრაინაში ჩვენს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ და ერთ წუთში იქნებიან თუ არა ცოცხლები არავინ იცის. თქვენ არ იცით იქ ყოფნა რას ნიშნავს და ერთი წუთის შემდეგ ვინ იქნება ცოცხალი ან მკვდარი! თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვინც იქ არის ომი არ უნდათ, რადგან თქვენზე უფრო მეტად იციან რა არის ომი. თქვენ რა იცით რა არის ომი!
საქართველოს მტერო ქართველებო, ჩვენ ვთქვით - რაც არ უნდა მოხდეს ქართველს ქართველმა ტყვია არ უნდა ესროლოს და მე პირადად მაქვს ნათქვამი, ზოგიერთ ძალოვანზე, ვინც ძალადობს ჩვენზე, ქართველზე და ქართველ ახალგაზრდებზე! რა უნდა მოხდეს ისეთი რომ მე მათ ვესროლო ან ეს შევძლო მეთქი. გამორიცხულია იმ ფორმიანს თუ არაფორმიანს,რაც არ უნდა მოხდეს მე მას ან ვესროლო, ან გავიმეტო იმისთვის რისთვისაც ისინი გვიმეტებენ რაღაც კაპიკების თუ რუბლების გამო. ახლა ვამბობ! ის ტყვია მე მომხვდეს პირველს, ვინც ქართველის წინააღმდეგ ქართველმა გაისროლოს! ამით ეს თამე დავხურე!"