loader

რას ამბობენ ქართველი ემიგრანტები ბიბლიოთეკაზე, რომელიც სტამბოლში "ბიბლუსმა" გახსნა - "ჩვენი ბიბლიოთეკა გვექნება და როცა გვინდა, მაშინ წავიღებთ წიგნს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ქართველი ემიგრანტები ბიბლიოთეკაზე, რომელიც სტამბოლში "ბიბლუსმა" გახსნა - "ჩვენი ბიბლიოთეკა გვექნება და როცა გვინდა, მაშინ წავიღებთ წიგნს"

„ბიბლუსმა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ქართული ბიბლიოთეკა სტამბოლში გახსნა.

კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა ამავე სამრევლოს ტაძრის კომპლექსში მოეწყო. ის ქართველი ავტორების თურქულ თარგმანებს, თურქი ავტორების ქართულ თარგმანებს, ასევე, ქართველი და უცხოელი მწერლების ნაშრომებს აერთიანებს.

სტამბოლში ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ორდღიანი ვიზიტით „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე და „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, მამა ილია ჯინჯოლავას ორგანიზებით, ისინი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შეხვდნენ, სადაც წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მსოფლიო პატრიარქმა ქართულ ბიბლიოთეკას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.