loader

"ბავშვის მდგომარეობა უარესდება... გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ, ვიდრე მანამდე" - პატარა ნიკოლასს საზოგადოების დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვის მდგომარეობა უარესდება... გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ, ვიდრე მანამდე" - პატარა ნიკოლასს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"მეგობრებო, ეს ჩემი ნიკოლიკოა, ჩათვალეთ, ჩემი მეორე შვილი.

თქვენი დახმარება გვჭირდება… ჩვენს ნიკოლასს თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, დიდი ნაწილი არის ატროფირებული, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა (სავარაუდოდ), განვითარების ეტაპების დაყოვნება.

ეს საქართველოს დიაგნოზია, რომელსაც თურქეთი არ ეთანხმება და თვლის, რომ კვლევები არაა სრულყოფილი. არ ეთანხმება დიაგნოზს და მიიჩნევს, რომ არასწორად მკურნალობენ ბავშვს და ამან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა" - ამის შესახებ პატარა ნიკოლასის ოჯახის ახლობელი მარიამ გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბავშვი სასწრაფოდ არის თურქეთში გადასაყვანი, რადგან საქართველოში ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ.

"გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ, ვიდრე მანამდე. არ ექვემდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება, ყოველი შეტევა მდგომარეობას აუარესებს…

ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ და არის სასწრაფოდ გადასაყვანი… მხოლოდ ანალიზების პირველ ეტაპზე 7 000-8 000$ გვითხრეს და თუ სტაციონარი დასჭირდა, თანხა უფრო მეტი იქნება საჭირო…. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ, რითაც და როგორც შეძლებთ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი:

#GE24BG0000000909921100

"თიბისი ბანკი":

#GE57TB7741645064300055

მიმღები: ქეთევან გამეზარდაშვილი"...