"ერთი წიგნის მუზეუმი" - დავით გურამიშვილის არაშენებული მუზეუმი საგურამოში
საგურამოში ბევრმა არც კი იცის დავით გურამიშვილის წინაპრების სავარაუდო ნასახლარი. არადა, ამ სოფლისთვის საგურამო სწორედ გურამიშვილების გვარის გამო დაურქმევიათ. პოეტი და მისი წინაპრები ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სახლიდან სამასიოდე მეტრში ცხოვრობდნენ. ახლა აქ ძველი შენობის, მარნის საძირკვლის და კედლის ნაშთებიღაა შემორჩენილი. ნანგრევებთან ახლოს კომუნისტების დროს აშენებული პატარა, ერთოთახიანი სახლი დგას, რომელსაც ილიას მუზეუმში მომსვლელი სტუმრების გასამასპინძლებლად იყენებდნენ.
რამდენიმე წლის წინ გურამიშვილების ნასახლართან ილია მართლის სახელობის ტაძარი აშენდა. ამის შემდეგ ილიას სახლ-მუზეუმის დირექტორს ანდრო ბედუკაძეს, საღრეო და საქეიფო ადგილი რომ მოეშალა, ერთოთახიანი სახლი ეკლესიისთვის მიუთხოვებია და ახლა იქ ბერები ცხოვრობენ. ნანგრევებთან უზარმაზარი ტერიტორია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკურთხებია გურამიშვილის სახელობის მუზეუმის ასაშენებლად.
ანდრო ბედუკაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა აშენდეს ერთი წიგნის მუზეუმი, სადაც დავით გურამიშვილის ხელნაწერი "დავითიანი" დაიდება. მუზეუმის იდეა 2005 წელს, დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლის იუბილეზე გაჩნდა. უკვე მაკეტიც არსებობს, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო იდეა დღემდე მხოლოდ იდეად რჩება.
"დავითიანი" ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, პოეტი კი უკრაინაში, მირგოროდშია დაკრძალული.
იხილეთ ვრცელი სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე
ავტორი: ეკა ლომიძე