"ვინც ამ მარაზმს არ გააპროტესტებს"... - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
"უკრაინის დაბომბილი ეკლესიების, მოკლული ბავშვების, დახოცილი ორსულების ხარჯზე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა. თქვენს ამორალურობას აჯობეთ, ქოცებო! ნეტავ თქვენს ბილბორდებზე რას ფიქრობენ თქვენი ახალი სახეები. ვინც ამ მარაზმს არ გააპროტესტებს, რითიც ქალაქი ააჭრელეთ, ძილის წინ, იმ ერთ წუთს დაფიქრდნენ რად უღირთ ეს ყველაფერი." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ქუჩებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები გამოიფინა, წარწერებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერზე გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი, ასევე უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესია.