loader

"შოკირებულები ვართ..." - რა გახდა კახეთში 2 წლამდე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკირებულები ვართ..." - რა გახდა კახეთში 2 წლამდე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვებაში ოთხშვილიან ოჯახში წლისა და 7 თვის ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვი საკვების გადაცდენის შედეგად ძილში ასფიქსიით გარდაიცვალა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი გაზეთ „შირაქს“ ეუბნება, რომ სტაციონარში შეყვანისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. ამდენად, მედიკოსებს რეანიმაციული ღონისძიებების გატარება აღარ უცდიათ.

„პატარას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანსაღი ბავშვი იყო. ღამით ჩვეულებრივად დედამ აჭამა, დააძინა და დილით გარდაცვლილი ნახა. შოკირებულები ვართ მომხდარით, გვიჭირს დაჯერება, რომ ჩვენი ფერია აღარ გვყავს“ – ამბობენ სოფელში.

ბავშვის გარდაცვალების იმავე მიზეზს ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მათი თქმით, პატარა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ასფიქსია გახდა.

წყარო