" ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე
"3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება.