“ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას” - რა თქვა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
"ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შუეშინდა გამოწვევებს.