გლდანში მოზარდს ავტობუსი დაეჯახა - რას ამბობენ თვითმხილველები?
გლდანში მოზარდს ავტობუსი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და დაკვირვების ქვეშაა. მათი თქმით, ის კლინიკაში გადაყვანამდე კონტაქტური იყო.
"გონზე მოვიდა და სასწრაფომ იაშვილში გადაიყვანა," - წერს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიციის ეკიპაჟები.