31 წლის ქალი სოციალური ქსელის "ჩელენჯში" მონაწილეობის დროს საქორწილო კაბით მდინარეში დაიხრჩო - ტრაგიკული შემთხვევა კანადაში მოხდა
კანადაში 31 წლის ქალი სოციალური ქსელის "ჩელენჯში" მონაწილეობის დროს საქორწილო კაბით მდინარეში ტრაგიკულად დაიხრჩო.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარია პანტაზოპულოსი ივნისში დაქორწინდა და რამდენიმე თვის შემდეგ კი გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სოციალური ქსელის გამოწვევაში, სახელწოდებით - trash the dress, რომელიც საქორწილო კაბის განადგურებას გულისხმობს.
31 წლის ქალი ფოტოგრაფისა და მისი მეუღლის თვალწინ დაიღუპა. როგორც კი ქალმა მდინარეში ჩაძირვა დაიწყო, მან ყვირილი დაიწყო. მის გადასარჩენად ფოტოგრაფი მდინარეში გადაეშვა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.
ცხედარი მდინარეში ორი საათის შემდეგ იპოვეს.