ვრცელდება კადრები ბესო ხარძიანის ვაჟის მდიდრული ქორწილიდან - პატარძალი ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილია
2015 წელს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მოსახელე უმცროსი შვილი დაქორწინდა.
31 წლის ბესო ხარძიანის რჩეული 25 წლის მანანიკო ნამორაძეა. მანანიკო ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ქალიშვილია. წყვილს სამი წელია, რაც ერთმანეთი უყვარს. მათ შაბათს, 21 სექტემბერს, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ქორწილი კი მცხეთაში, "მარანი ჰოლში" (Marani Hall) გაიმართა.
მანანიკო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და საოჯახო ბიზნესშია ჩართული - დეველოპერული კომპანიის, VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერია.