"მინდა გაცნობოთ ჩემი პირადი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოფოს აზრი" - ნიკა გვარამიას განცხადება
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს, - ამის შესახებ კოალიციის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ოჯახთან კონსულტაციებით მიიღო.
„მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ. მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს“, - განაცხადა გვარამიამ.