loader

“დღეს პირველად შევხვდი… ზუსტად ისეთ დროს გამოჩნდა, როცა მას, როცა მე, ორივეს გვჭირდებოდა…” - რას წერს პეტრე კოლხი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს პირველად შევხვდი… ზუსტად ისეთ დროს გამოჩნდა, როცა მას, როცა მე, ორივეს გვჭირდებოდა…” - რას წერს პეტრე კოლხი?

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, "ინსტაგრამზე" წერს, რომ მანჰეტენზე მეგობარს შეხვდა:

"ჩემი მზე, ჩემი ერთგული ადამიანი… წლებია ვმეგობრობთ, მაგრამ დღეს პირველად შევხვდი… ზუსტად ისეთ დროს გამოჩნდა, როცა მას, როცა მე, ორივეს გვჭირდებოდა… გამოჩნდა არსაიდან… აი, ისე, ღვთის უხილავი ხელი რომ ეშვება ზეციდან და გეხიდება… მან კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ რელიგია, ღვთისმსახურება, სულიერება, არა დოგმები და კანონები, არა ფარისევლური ლოცვები, არამედ ცხოვრების წესი და აზროვნებაა… მე მას შევპირდი, რომ მანჰეტენზე შევხვდებოდი… ჰო, მას დღეს შევხდი, როცა იგავმიუწვდომლად ლამაზია შემოდგომა ნიუ იორკში… ის კი, მანჰეტენზე გაზაფხულივით მომადგა… ღმერთი სასწაულებს ახდენს, მთავარია ეს დაიჯერო… ვსხედვართ ღია კაფეში და ვსაუბრობთ არაფერზე!.." - წერს პეტრე კოლხი.