loader

"ცხვი­რის გა­ჭედ­ვა ან გა­მო­ნა­დე­ნი, სუბ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­მი­ე­რი ხვე­ლა" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხვი­რის გა­ჭედ­ვა ან გა­მო­ნა­დე­ნი, სუბ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­მი­ე­რი ხვე­ლა" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი ყი­ვა­ნახ­ვე­ლას შემ­თხვე­ვე­ბი, მათ შო­რის მოზ­რდი­ლებ­შიც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­შიც გვხვდე­ბა, თუმ­ცა მათ სიმპტო­მე­ბი ნაკ­ლე­ბად აქვთ გა­მო­ხა­ტუ­ლი“,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სიმპტო­მე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას ამ­ცი­რებს.

“ყი­ვა­ნახ­ვე­ლას გა­მომ­წვე­ვია ბაქ­ტე­რია Bordetella pertussis, რო­მე­ლიც გა­და­ე­დე­ბა წვე­თე­ბის გზით. გავ­რცე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე ად­ვი­ლად ხდე­ბა. ბაქ­ტე­რია გა­მო­ყოფს ტოქ­სინს, რო­მე­ლიც იწ­ვევს სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბას და შე­შუ­პე­ბას.

სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა კონ­ტაქ­ტი­დან 5-10 დღის შემ­დეგ, თუმ­ცა ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ზოგ­ჯერ 3 კვი­რამ­დეც გრძელ­დე­ბა.

თა­ვი­დან იწყე­ბა “გრი­პის­მაგ­ვა­რი“ სიმპტო­მე­ბით (ცხვი­რის გა­ჭედ­ვა ან გა­მო­ნა­დე­ნი, სუბ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­მი­ე­რი ხვე­ლა), თუმ­ცა შემ­დეგ რჩე­ბა მხო­ლოდ ხვე­ლა, რო­მე­ლიც თან­და­თან ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა და შე­ტე­ვი­თი ეპი­ზო­დე­ბი ახა­სი­ა­თებს. ხვე­ლა კვი­რე­ბის ან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. ხვე­ლას ზოგ­ჯერ ახ­ლავს ღე­ბი­ნე­ბა, ძლი­ე­რი სი­სუს­ტე. შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი იყოს, რომ აღ­წე­რი­ლია ნეკ­ნე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა პნევ­მო­ნი­ით გარ­თულ­დეს. და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ას­თმის მქო­ნე­ებ­ში.

ჩვილ ბავ­შვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხვე­ლის გა­რე­შეც, მხო­ლოდ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით და ცი­ა­ნო­ზით (კა­ნის მო­ლურ­ჯო ფერი) მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. წლამ­დე ბავ­შვებ­ში ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა, აპ­ნეა, პნევ­მო­ნია, კრუნ­ჩხვა, ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია. ამ ასაკ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლის ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 1%.

დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა სის­ხლში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გან­სა­ზღვრით ან ნახ­ვე­ლის გა­მოკ­ვლე­ვით. დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­უ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სიმპტო­მე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას ამ­ცი­რებს, თუმ­ცა ხვე­ლის “შე­ჩე­რე­ბა“ მე­დი­კა­მენ­ტე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ასე­ვე ამ­ცი­რებს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ ბაქ­ტე­რი­ის გა­რე­მო­ში გავ­რცე­ლე­ბას“, - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.