loader

კადრები ბათუმში გამართული გრანდიოზული ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ვუპასუხებ იმ კომენტარების ავტორებს, ვინც 16-სართულიანი ტორტი გაიოცა და ხამობა უწოდა მის შემკვეთს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმში გამართული გრანდიოზული ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ვუპასუხებ იმ კომენტარების ავტორებს, ვინც 16-სართულიანი ტორტი გაიოცა და ხამობა უწოდა მის შემკვეთს"

ბათუმში გამართულ გრანდიოზულ ქორწილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მას შემდეგ მოჰყვა, რაც მეგი ირემაძისა და გიგა გორაძის დღისთვის შექმნილი 16-სართულიანი ტორტის ვიდეო რესტორანმა "რენესანსმა" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

საზოგადოების ნაწილის კრიტიკულ კომენტარებს სოციალურ ქსელში 16-სართულიანი ტორტის კონდიტერი ლუიზა ვარშანიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პატარძლის ბავშვობის სურვილი დედამ შეასრულა.

"ეს ვიდეო "ტიკ-ტოკზე" ქორწინების სახლმა "რენესანსი" თავის გვერდზე ატვირთა. კომენტარებს მოვკარი თვალი და უმრავლესობას ერთი, საერთო პასუხი გავეცი. ამიტომ ჩემს გვერდზეც ვუპასუხებ იმ კომენტარების ავტორებს, ვინც 16-სართულიანი ტორტი გაიოცა და ხამობა უწოდა მის შემკვეთს.

პირველ რიგში, მე ვარ კონდიტერი და ვცდილობ, დამკვეთის სურვილი მაქსიმალური სიზუსტით შევასრულო.

მეორე- პატარძლის ბავშვობის სურვილი შეასრულა დედამ და დიდი სიხარულით აჩუქა 16-სართულიანი ტორტი, რომელზეც არაერთს გვიოცნებია ბავშვობაში და ბევრმა მშობელმა ვერ ან არ შეძლო ამის გაკეთება.

მესამე- პასუხი იმ კომენტარების ავტორებს, რომლებსაც აინტერესებთ ეს, იყო თუ არა ნამდვილი ტორტი? თქვენი აზრით, იქნებოდა?

მეოთხე- რითი ავაწყვეთ? 3-მეტრიანი კიბით.

მეხუთე - ყველას ბავშვობის ოცნება იყო გრძელი ფრჩხილები, მაღალი წამწამები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლებიც ბავშვობაში არ ან ვერ გვისრულდებოდა და ეს, წლების მერე, დიდობაში ჩვენით ავისრულეთ. ხელოვნურად დავიგრძელეთ ფრჩხილები, დავიწებეთ ხელოვნური წამწამები, ბოტოქსსა და ფილერებზე აღარაფერს ვამბობ (ცნობისთვის, პირადად, არცერთხელ გამიკეთებია გელ ლაქი, არც წამწამები დამიწებებია, ისედაც გრძელი მაქვს ენასთან ერთად და ქუსლიანებიც კაი წლებია არ ჩამიცვამს, მგონი, საკუთარ ქორწილში მეცვა ბოლოს და არც ბოტოქსით ვარ განებივრებული )

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ გამოდით ახლა და დაგთვალოთ უნდა, რამდენი შეშფოთდით ხელოვნური ტორტით, რომლებსაც ხელოვნური არც წამწამი, არც ფრჩხილი და არც ცხვირ-ტუჩი გაქვთ.

ამ პატარძლის ბავშვობის ყველა სურვილი ქორწილის დღეს დედამ აასრულა, კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ მათ.

პ.ს . მინიმუმ მე მაინც მეცით პატივი, რომელმაც არასრულწლოვან და სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად დიდი სიყვარულით 3 დღე-ღამე ვათენე ამ ტორტზე" - წერს ლუიზა ვარშანიძე სოციალურ ქსელში.