"ფაქტობრივად, პატრული სახლში შემომივარდა, გვაშინებენ?" - რას წერს თამარ ლეკვეიშვილი?
თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ფაქტობრივად, პატრული სახლში შემომივარდა. სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე -კიბეებზე (კერძო სახლია). თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი, დაახლოებით, 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც, გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს", - წერს ლეკვეიშვილი.