loader

"ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ელი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება" - გიორგი ვაშაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ელი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება" - გიორგი ვაშაძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის განულების საკითხზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, 384 ათასზე მეტი პენსიონერი საპენსიო სესხს იხდის.

როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს მძიმე პირობებს უქმნის, რის ფონზეც, მათ ყოველთვიურად სესხის გადახდა უჭირთ. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში, 1-ელი დეკემბრიდან, საპენსიო სესხები განულდება, ხოლო პენსია 1000 ლარი გახდება.