Yandex-მა პერსონალური მონაცემები რუსეთს გადასცა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ (Yandex GO) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა.
სამსახურმა კომპანია სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა და დაავალა, რომ შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა.
„შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაცით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მგზავრებისა და მძღოლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი.“ - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.