"ამ ადამიანმა მხოლოდ სიქაჯით დაგვამახსოვრა თავი" - ვისზე საუბრობს კახა კალაძე?
მამუკა მამულაშვილის და იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ამ ადამიანმა მხოლოდ სიქაჯით დაგვამახსოვრა თავი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ ფლობს ინფორმაციას უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტების ინფორმაციით ნათქვამია, რომ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ის მოწამლეს“.
„არ ვიცნობ აღნიშნულ საკითხს. მისი და იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ამ ადამიანმა მხოლოდ სიქაჯით დაგვამახსოვრა თავი. სხვა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, - აღნიშნა კალაძემ.