loader

"არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1-ელ დეკემბერს აღარ იარსებებს საპენსიო სესხები... პენსია გაიზრდება 1 000 ლარამდე" - თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1-ელ დეკემბერს აღარ იარსებებს საპენსიო სესხები... პენსია გაიზრდება 1 000 ლარამდე" - თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათი პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი პენსიონერებს ეხებათ. პარტიის თავმჯდომარის სიტყვებით, 400 ათასამდე პენსიონერს აქვს კაბალური პირობებით გამოტანილი საპენსიო სესხი და პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ დეკემბრამდე პენსიონერებს საპენსიო სესხი ჩამოეწერებათ. ის ასევე აღნიშნავს, რომ პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება.

ბოკუჩავას განცხადებით, პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სიბერე და ქართული ოჯახები უნდა გამთლიანდეს.