ცნობილი ქართველი მსახიობები, ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი, დაშორდნენ
ცნობილი ქართველი მსახიობები, ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი, დაშორდნენ. წყარო გვიყვება, რომ წყვილი დიდი ხანია, რაც ერთად აღარ არის. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.
მახარაშვილმა და კვირიკაძემ 2018 წელს ოფიციალურად ნიუ-იორკში იქორწინეს. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილის „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ბოლო ერთი წელია კი სერიალ "ცვალებად ნიშნებში" გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა. განაგრძეთ კითხვა