ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სკანდალში გაეხვია - "500-მდე კომენტარი იყო და ყველა მლანძღავდა"
ახალგაზრდა მამაკაცი ბექა ჩიკვაიძე ბოლო დღეების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. როგორც ის "პალიტრავიდეოს" უყვება, სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს მიამსგავსეს. მოგვიანებით ბექამ ვიდეო ჩაწერა და კრიტიკოსებს განუმარტა, რომ მას ბექა ჯაიანთან საერთო არაფერი აქვს.