loader

“ალ-ჯაზირამ” პირდაპირ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში - რა ინფორმაცია ვრცელდება რამალაში მდებარე ბიუროდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ალ-ჯაზირამ” პირდაპირ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში - რა ინფორმაცია ვრცელდება რამალაში მდებარე ბიუროდან?

"ალ-ჯაზირაში" ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მათ რამალაში მდებარე ბიუროს 45 დღით დახურვა მოსთხოვეს.

კატარულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში და სამხედრო ბრძანების გადაცემა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის.

ისრაელი "ალ-ჯაზირას“ ქვეყნის არაბული მოსახლეობის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს. არხის დახურვის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა.