“ალ-ჯაზირამ” პირდაპირ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში - რა ინფორმაცია ვრცელდება რამალაში მდებარე ბიუროდან?
"ალ-ჯაზირაში" ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მათ რამალაში მდებარე ბიუროს 45 დღით დახურვა მოსთხოვეს.
კატარულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში და სამხედრო ბრძანების გადაცემა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის.
ისრაელი "ალ-ჯაზირას“ ქვეყნის არაბული მოსახლეობის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს. არხის დახურვის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა.