loader

ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს - კადრები ადგილიდან, სადაც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს - კადრები ადგილიდან, სადაც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, გუ­შინ ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 105 რა­კე­ტი­დან უმე­ტე­სი მო­ი­გე­რი­ეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სახ­ლებს მოხ­ვდა.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და.თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ჰეზ­ბო­ლამ“ აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სულ კვი­რას ის­რა­ე­ლის მხრი­დან პე­ი­ჯე­რე­ბი­სა და რა­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ, ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში მდე­ბა­რე სა­მიზ­ნე­ე­ბის­კენ ათო­ბით რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს.

ამას­თან, ლი­ბან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის­რა­ე­ლის მიერ პა­რას­კევს ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა.გარ­და ამი­სა, შა­ბათს ის­რა­ელ­მა სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ათო­ბით მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვით შე­უ­ტია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ „ჰეზ­ბო­ლა“ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და.

იმ ფონ­ზე, როცა იზ­რდე­ბა კონ­ფლიქ­ტის სრულ­მას­შტა­ბი­ან ომში გა­დაზ­რდის შიში, ბე­ი­რუთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ ლი­ბან­ში მყოფ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მსგავ­სი რჩე­ვა მის­ცა სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს იორ­და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც და მო­უ­წო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ტო­ვონ ლი­ბა­ნი.