"ძალიან ლამაზია და მადლობა გიორგის ამისთვის" - ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, რომელიც ირაკლი კობახიძემ გიორგი ქოჩორაშვილისგან მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ინტერვიუში, სპორტული სუვენირების საკუთარ კოლექციებზე ისაუბრა.
"ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, ფეხბურთელებისგან რაც მივიღე, არის ქოჩორაშვილის "ლევანტეს" მაისური, ძალიან ლამაზია და მადლობა გიორგის ამისთვის. პატარა კოლექცია მაქვს დაგროვილი და მადლობა ყველას ამ საჩუქრებისთვის - განსაკუთრებით ემოციურია თითოეულის საჩუქარი ჩემთვის," - აცხადებს პრემიერი.