"ამ ტკივილს, რასაც ახლა მე განვიცდი, ფიზიკურად ვერ გადმოგცემთ" - თამო ვაშალომიძე
"ამ ტკივილს, რასაც ახლა მე განვიცდი, ფიზიკურად ვერ გადმოგცემთ... არც მინდა, რომ კესარიაზე წარსულ დროში ვისაუბრო... კესარია უძლიერესი ადამიანი იყო" - ამბობს თამო ვაშალომიძე გავრცელებულ ვიდეოში.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე 28 ჭრილობა მიაყენა. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.