"მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს... არ მეშინია ამას, რომ ვამბობ" - რა თქვა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს?
"ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა... გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ ხომ არ უნდა იწყევლებოდე?! შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ? - შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება, შენ უნდა დაიცვა ქვეყანა, მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან, როდესაც გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვა, თანაც ტყუილად გვიტევენ...
მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამის თქმის, არ შემიშვებენ ევროპაში არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი, თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ვიდეო: Mega TV