"წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა "კალა" ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი..." - კახა კალაძე
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მატჩის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. ისევ წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა „კალა“ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დღეს საღამოს 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.