loader

"მისმა ძმაკაცმა მითხრა, ამბობს, "დავბრიდავ" და თავსაც მოვიკლავო..." - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძის ხმოვან შეტყობინებას აქვეყნებს: რას ამბობს ის ბექა ჯაიანზე და რას წერს ჟურნალისტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისმა ძმაკაცმა მითხრა, ამბობს, "დავბრიდავ" და თავსაც მოვიკლავო..." - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძის ხმოვან შეტყობინებას აქვეყნებს: რას ამბობს ის ბექა ჯაიანზე და რას წერს ჟურნალისტი?

ორგანიზაცია "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე, ავრცელებს კესარია აბრამიძის და მის აუდიოჩანაწერს "მესენჯერიდან", სადაც კესარია მისი და ბექა ჯაიანის ურთიერთობაზე საუბრობს.

"ბოლომდე გაუფრთხილდა იმ მხეცს ჩემი გოგო. ბოლომდე უნახა ნამუსი, ბოლომდე უწმინდა ნაგავი, ვერ გაწირა, ვერ უჩივლა, ვერ დააჭერინა. იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. რომ შეურიგდა, მერე მალავდა და ამართლებდა. არ გვიყვებოდა რა დღეშიც აგდებდა. ერთხელ საქართველოდან გაექცა და მაინც დაიბრუნა იმ ავაზაკმა. მერე ისევ დაშორდნენ და ბოლოს ყველაზე სუსტ წერტილზე დააბიჯა. მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვო, მოემზადე, ჩვენი ფოტოც დადეო. დღეს კესო აღარ გვყავს. ჩვენთვის აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა მანიაკი და როგორ გაუფრთხილდა ბოლო ამოსუნთქვამდე," - წერს თამუნა მუსერიძე.