"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი...." - მამუკა ხაზარაძის საგანგებო განცხადება
დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას - მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომლებიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობის გათვალისწინებით შეუძლებელია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ახალი პირობები ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათი გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უნდა ჩამოშორდეს კამპანიას.