"საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, შემდეგი პრინციპებით" - გიორგი გახარია
საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და „ძლიერ საქართველოსთან“ „ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია.