loader

ევროკავშირის ელჩი - "თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირის ელჩი - "თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია"

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის - თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს საკითხი შიგნით განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიგნით და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით. ჩვენ ვაკვირდებით პროცესების განვითარებას, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი - ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.