"მემუქრება სიკვდილით" - ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს
ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს. ის "ფორმულასთან" ჰყვება, რომ უკვე 4 წელია მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს.
მარიამ ჯუღელის თქმით, სკოლის დირექტორი სამსახურის დატოვებას სთხოვდა, რასაც ის არ ემორჩილებოდა, თუმცა 10 სექტემბერს მასწავლებელი მაინც გაათავისუფლეს.