ვინ იყო 13 წლის მოზარდი, რომელიც თბილისში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დენის დარტმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირას, მის სახლთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი გარაჟის თავზე ელექტროანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროსადენს შეეხო და დენი მოზარდზე გადავიდა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ის მიღებული დაზიანებით რამდენიმე დღეს კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი მოზარდი ანდრია ლავრელაშვილია.