"დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად..." - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე გაერთიანებაზე?
ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი, რა შეიცვალა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა, ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.