"ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო... ჩემ უკან არის ჩემი დიდი ბებიის ფოტო" - მიხეილ სააკაშვილი
როცა გვეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, იქნებ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჯალალ -ედ -დინს, აღა -მაჰმად-ხანს, შაჰ-აბასს, ყველას, ვინც საქართველოს ანადგურებდა ბოდიში უნდა მოვუხადოთ?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას იმ საქმეების გამო, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა.