ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ კესარია აბრამიძეს
კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება - ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მიმდებარე დარბაზში.
ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გუშინ თბილისში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.
ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ბრალდებული, 26 წლის მამაკაცი, პოლიციამ დღეს დააკავა.