loader

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.