"ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" - რას ყვება წყარო კესარია აბრამიძის მკვლელობაზე, რომელსაც ჭრილობები სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია. "ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" - ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.