ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ფეთქდება "ჰეზბოლას" ასობით წევრის პეიჯერი მოულოდნელად
ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება ისრაელმა მოახერხა.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფეთქებები მოხდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში და რამდენიმე სხვა რაიონში. შემთხვევის შედეგად, "ჰეზბოლას" ასობით წევრი დაშავდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი
.Alhadath-ის საინფორმაციო არხის თქმით, დაშავებულთა შორის არიან ჰეზბოლას ლიდერები და მათი მრჩევლები. ასევე დაღუპულია 9 წლის ფატიმა ჯაფარ აბდულა. ლიბანური მედიის ცნობით, პეიჯერი მისი მშობლების სახლში აფეთქდა.
ვრცლად: https://www.ambebi.ge/article/315296-hezbolas-asobit-cevris-peijeri-moulodnelad-apetk/