"ესროლე, უკვე ეზოშია, ბავშვები გააღვიძეთ, ჩქარა" - ქობულეთელების თქმით, კადრები იმ მომენტშია გადაღებული, როცა უცნაური არსება შენიშნეს
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქობულეთში მოსახლეობა ამოუცნობ არსებას ეძებს. ქაქუთელი "რეიკი" - ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები ადამიანს, რომელიც ღამღამობით მათ სახლებს სტუმრობს, კარზე აკაკუნებს და შემდეგ ძალიან დიდი სისწრაფით ტოვებს ტერიტორიას. მაღალი, შუახნის ასაკის და მთლიანად შავებში ჩაცმული მამაკაცი - ასე აღწერენ პირს, რომელმაც მთელ სოფელს მოსვენება დაუკარგა.
ადგილობრივების თქმით, ვიდეო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეშია გადაღებული.