"მეგობრებთან ერთად რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა" - დედოფლისწყაროში, ვენახში, კაცის ცხედარი იპოვეს
დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა, ორდღიანი ძებნის შემდეგ კი ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო.
გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: "მთავარი არხი"