"რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - კადრები უშგულიდან, სადაც კაფე-ბარი დაიწვა
უშგულში გვიან ღამით კაფე-ბარი "ენგური" დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე მინდია ჩანქსელიანი ავრცელებს.
"გვიან ღამით უშგულში Ushguli • Cafe-Bar Enguri დაიწვა.
კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა დაფერფლა.
რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ რამდენიმე ბოძი და კვამლის სვეტი დგას ყველასთვის საყვარელი კაფე "ენგურის" ადგილას.
მჯერა, კარგი ადამიანების თანადგომით, "ენგურის" გუნდი შეძლებს და უშგულის ეს პოპულარული ადგილი ისევ განაახლებს საქმიანობას!
დახმარების მსურველებისთვის დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით" - წერს მინდია ჩანქსელიანი და ფოტო-ვიდეოკადრებს აქვეყნებს.