loader

ჩაძირული წყალქვეშა ნავ "ტიტანის" პირველი ფოტოსურათები გამოაქვეყნეს - რა ჩანს ფოტო მასალებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩაძირული წყალქვეშა ნავ "ტიტანის" პირველი ფოტოსურათები გამოაქვეყნეს - რა ჩანს ფოტო მასალებში

აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, წყალქვეშა ნავ "ტიტანის" პირველი ფოტოსურათები გამოაქვეყნეს, რომელიც წყალქვეშა კატასტროფის შემდეგ ოკეანის ფსკერზე დევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წყალქვეშა გემი გასული წლის ივნისში აფეთქების შედეგად ჩაიძირა, ბორტზე მყოფი ხუთივე პირი კი დაიღუპა. "ტიტანი" დისტანციურად მართვადი აპარატი იყო, რომელიც "ტიტანიკის" დათვალიერების მსურველთა ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა. აფეთქების დროს აპარატის სწორედ ტიტანიკის დასათვალიერებლად მიემართებოდა.

ორშაბათს გამოქვეყნებულ ფოტოზე, წყალქვეშა ნავის უკანა ნაწილის კონუსი ჩანს, რომელიც ჩრდილო ატლანტის ოკეანის ნისლიან ფსკერზე დევს. წყალქვეშა ნავის კუდი გემის კორპუს გამოეყო, რის შედეგადაც კიდეები გაგლიჯა. ფოტოზე გემის სხვა ფრაგმენტების არის ასახული.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები ტიტანიკის ნანგრევებიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით იპოვეს.